სამინისტროში მოქალაქეების განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია ახალი წესით მიიღება
16 მარტი 2020
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, კორონა ვირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისო საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას მიიღებს სამინისტროს შენობის მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით.
ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ყუთი შესაბამისი უსაფრთხო წესით გაიხსნება და მასში მოთავსებული დოკუმენტაცია შესაბამის სტრუქტურებსა და სამსახურებში განაწილდება.
ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ, განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გამოაგზავნონ სამინისტროს ვებგვერდზე (www.mrdi.gov.ge) განთავსებული შესაბამისი ველის ან საქართველოს ფოსტით (მის: ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი №12) საშუალებით.
მოქალაქეთა განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციის მიღების მსგავსი წესი გავრცელდება სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებზეც. სპეციალური ყუთის მეშვეობით კორეპონდენციას მიიღებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მუნიციპალური განვითარების ფონდი.